saqarTvelos mdinareebi - Turdo
ტერიტორიული ერთეულები | თელავის მუნიციპალიტეტი |
სათავე | გომბორის მთა |
სიგრძე | 32 კმ |
აუზის ფართობი | 114 კმ² |
მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს გომბორის მთის აღმოსავლეთ კალთაზე და ერთვის მდინარე ალაზანს მარჯვნიდან. სიგრძე 32 კმ. აუზის ფართობი 114 კმ2. ალაზნის ვაკეზე ქმნის ვრცელ გამოზიდვის კონუსს. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა - ზაფხულ-შემოდგომაზე.